თელავის რამდენიმე სოფელში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

640

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ცენტრალური გზის სამხრეთი მიმართულების მოასფალტება დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, 700 მეტრ მანძილზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი და გაკეთდა სანიაღვრე კოლექტორები.

ასევე, მათივე ცნობით, გზების მშენებლობა მიმდინარეობს სოფლებში – ბუშეტსა და შალაურშიც,

“სოფელ ბუშეტში “თულიანების” და “ნაგუცაანთ” უბნებში ასფალტის საფარი შიდა საუბნო გზებზე (800მ) იგება, ხოლო სოფელ შალაურში სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე (1 400მ), სადაც, ასევე, მოეწყობა სანიაღვრეები”, – აცხადებენ მერიაში.