გურჯაანის მერია საბავშვო ნახატების კონკურსს აცხადებს

681

2019 წლის მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად თემაზე “ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ საბავშვო ნახატების კონკურსს აცხადებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული შემდეგ ორ ნომინაციაში გამოვლინდება: ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი (ი. ბერიტაშვილის პორტრეტი); 21–ე საუკუნის მეცნიერება;

მათივე ცნობით, ნომინაციებში გამარჯვებული ნახატების ავტორებს გადაეცემათ საჩუქრები, ასევე, კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

კონკურსის ყველა მონაწილის ნამუშევარი, სამეცნიერო ფესტივალის მსვლელობის დროს, გამოიფინება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.

გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება 2019 წლის 25 სექტემბერს ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.