გორის მერია ბოშურის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობას გაასხვისებს

1489

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის ინიციატივას სოფელ ბოშურში არსებული ყოფილი ადმინისტრაციული შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

საკრებულოს განკარგულებიდან ირკვევა, რომ ყოფილი ადმინისტრაციული შენობა ფუნქციონირებისთვის საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, რაც დაკავშირებულია სოლიდურ თანხებთან.

მერიის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ დროთა განმავლობაში მოხდება არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევა და მისი ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირება.

აქედან გამომდინარე, გორი მუნიციპალიტეტის მერს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ქონების ფუნქციის დაკარგვა და მისი პრივატიზება, რაც კონსტანტინე თავზარაშვილის აზრით, ხელს შეუწყობს ბოშურის ხეობაში გარკვეული ინვესტიციების განხორციელებას, ბიზნესის განვითარებას და მოქალაქეთა დასაქმებას.