იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა

837

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა. განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა.

შალამბერიძე მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო რწმუნებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა.  მაისის შემდეგ კი, რაც შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა, რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.

ზვიად შალამბერიძე 2001-2004 წლებში გაერო-ს განვითარების პროგრამაში მუშაობდა, შემდეგ კი კერძო სექტორში, მათ შორის სადაზღევო კომპანიებში – “ჯი პი აი ჰოლდინგი“ და “ირაო“. 2015-2019 წლებში შპს „ფრეგოს“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო.