გურჯაანის სოფელ ჩუმლაყს სასმელი წყალი რამდენიმე დღეში ერთხელ მიეწოდება

673

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სასმელი წყლის დეფიციტია. ადგილობრივებრივები ამბობენ, რომ ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, სასმელი წყალი 4- 5 დღეში ერთხელ მიეწოდებათ. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

სოფელ ჩუმლაყში მერის წარმომადგენლის, ზაზა რუაძის თქმით, სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი, სასმელ წყალს სარწყავად იყენებს და პრობლემაც ამიტომ წარმოიშვა.

“მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სასმელ წყალს სარწყავად იყენებს. დეფიციტის მიზეზი სწორედ ეს არის, თორემ სათავე ნაგებობაში იმდენივე ნაჟური შედის, რამდენიც დანარჩენ სეზონზე.”,-ამბობს რუაძე.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჩუმლაყის სასმელი წყლის სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა.