ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

578

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ქვემო  ოსიაურსა და ალში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს; სოფელ ქინძათში კი ახალი  მინი სტადიონი მოეწყობა.  ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფელ ქვემო ოსიაურში გზის მოასფალტებისთვის სულ 220 958 ლარია გამოყოფილი, სოფელ ალში  –  399 000 ლარი. ხოლო სოფელ ქინძათში მინი სტადიონის მოწყობისთვის 47 185 ლარი გამოიყო. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსთან გიორგი პაპიაშვილთან ერთად დაათვალიერა.