ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას “სახელოვანი მოგზაურის” ვარსკვლავი გაუხსნეს

885

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას ვარსკვლავი გაუხსნეს. პარტია “თავისუფალმა საქართველომ” ვარსკვლავი მერიის წინ განათავსა და მერს “სახელოვანი მოგზაურის გიორგი სენკევიჩის” სახელი მიანიჭა.

პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, მერია წლის განმავლობაში მივლინებებში სოლიდურ თანხებს ხარჯვას და ქალაქის პრობლემები არ აინტერესებთ.

“ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია და ამ დროის მონაცემებით, მერიამ წელს მივლინებებში 155 000 ლარი დახარჯა. თანხა წლის ბოლომდე გაიზრდება, ამის ფონზე ქალაქში უამრავი პრობლემაა და არ აინტერესებთ. რადგან, მხოლოდ მოვლინებებით არიან დაინტერესებული ქუთაისს მერს ვარსკვლავი გავუხსენით და “საპატიო მოგზაურის გიორგი სენკევიჩის” სახელი მივანიჭეთ მომავალ წელს რომელიმე ქვეყნის მიმართულებით საპატიო ბილეთს ვაჩუქებთ და ვამოგზაურებთ”, – განაცხადა გოგი წულაიამ.