კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

1137

კუს ტბის საბაგირო გზა, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში მგზავრებს ვერ მოემსახურება.

“გეგმიური შემოწმების შედეგად, დაიგეგმა მისი სრულად გამოცვლა, “საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად.

მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საბაგირო გზის ექსპლუატაცია შეჩერდება აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე”, – განმარტავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.