აჭარაში “ქართული ოცნების” რეგიონულ ორგანიზაციას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

673

აჭარაში “ქართული ოცნების” რეგიონულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. თორნიკე რიჟვაძე ამ თანამდებობაზე პარტიის ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგენა.

შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, პოლიტსაბჭოს წევრები და ბიძინა ივანიშვილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.