თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაცია იწყება

1846

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს. მისი თქმით, აღნიშნულ პანდუსზე შესაბამისი სამუშაოები გასულ წელს უკვე განხორციელდა, ამჯერად კი, მისი სრული რეაბილიტაცია იწყება.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ დედაქალაქში, ეს არის თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ შარშან აქ პირველი სამუშაოები უკვე ჩავატარეთ და ახლა პანდუსის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება კოჭების შეცვლა, ბურჯის თავების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მშენებლობა, მოაჯირის, გარეგანათების ბოძების შეცვლა, ახალი თანამედროვე LED განათებების დამონტაჟება და სავალი ნაწილის მოწყობა,

პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, ორთვენახევარი დასჭირდება და ამ პერიოდში თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი გადაიკეტება. გვქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს საპატრულო პოლიციასთან და ინფორმაციას წინასწარ გავცემთ. პანდუსის რეაბილიტაციაზე, დაახლოებით, ორი მილიონი ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.