პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს განიხილავს

582

საქართველოს პარლამენტის სესიებზე მთავარი განსახილველი საკითხი იქნება საქართველოს მთავრობის ინიციატივა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას ითვალისწინებს. პარლამენტი ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.

შემოთავაზებული ცვლილებით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. გარდა ამისა, აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება მერი და, შესაბამისად, კოდექსის მთელ რიგ მუხლებში ტერმინოლოგიური ცვლილება შევა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში დასრულდება.