რომელ მუნიციპალიტეტს ეყოლება ახალი ავტობუსები EBRD-ის დაფინანსებით?

3917

სტატიის გაგრძელება

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) დაფინანსებით, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტს ახალი ავტობუსები ეყოლება.

ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, დიზელზე მომუშავე, 8-10 მეტრიანი ავტობუსების შეძენას მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს.

პროექტს EBRD 19 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

ტენდერის გამოცხადება ამ წლის მესამე კვარტალში იგეგმება, თუ ტენდერი წარმატებით წარიმართება კონტრაქტის გაფორმება წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.