ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების 30 ყუთი განათავსეს

1343

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – “გადაარჩინე სიცოცხლე” ფარგლებში, ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების (First Aid) 30 ყუთი განათავსეს.

პროექტი არამედიკოსი მოქალაქეების პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში უფასოდ გადამზადებას გულისხმობს და მისი მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა.

სწორედ ამიტომ აჭარაში 1 000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1 ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება.

მოხალისეებს ტრენინგს First Aid-ში TOT მოდულით გადამზადებული, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ტრენერები ჩაუტარებენ. მსურველებს სპეციალური ფორმის შევსება ამ ბმულზე შეუძლიათ.

“გადამზადებულ მოხალისეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყუთის კოდი. საჭიროების შემთხვევაში ისინი ყუთში მოთავსებული სამედიცინო მასალებით პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.