მერია უარყოფს, რომ “ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი აშენდება

1823

თბილისის მერიაში არ ადასტურებენ, რომ “ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. თუმცა “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მერიის ურბანულ სამსახურში შესაბამისი პროექტი უკვე შესულია.

“ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, მერიის არც ერთ სამსახურში მსგავსი პროექტი შემოსული არ არის“, – აცხადებენ თბლისის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, “ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაშია და შესაბამისად, დედაქალაქის მერია იქ სამუშაოების განხორციელებას არ გეგმავს.