პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მანძილი 60-დან 9 კილომეტრამდე შემცირდება

1025

სტატიის გაგრძელება

ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები ერთმანეთს უმოკლესი მანძილით დაუკავშირდებიან.

პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონზე მისვლა,  60 კმ-ის ნაცვლად, მხოლოდ 9 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.

პარალელურად მიმდინარეობს მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, კიუვეტების, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობა.

პროექტის ღირებულება 16 541 661 ლარია.