ზუგდიდის სოფელ ნარაზენში პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს

581

სოფელ ნარაზენის მცხოვრებლებმა მდინარე ჭანისწყლის პირას ქვები იპოვეს, რომელსაც ნამარხი მოლუსკების ნიჟარების ანაბეჭდები აქვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქია ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და აღმოჩენილი ქვების შესახებ აცნობეს.

“ნარაზენის მცხოვრებლებმა მდინარის პირას საინტერესო ქვები აღმოაჩინეს. თავიდან იფიქრეს, რომ არქელოგიური ნიმუში იყო და შემატყობინეს, თუმცა ეს გეოლოგიური ნიმუშია და ამაზე პალეონტოლოგებს დავუკავშირდები“, – თქვა ლაშა ჯიქიამ.

ნარაზენის მცხოვრებლებმა ქვები 7 ივლისს აღმოაჩინეს.