თელავში ყორჩიბაშიშვილების ციხის ნაწილის რეაბილიტაცია იწყება

721

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის ინფორმაციით, ყორჩიბაშიშვილების ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი ბურჯის რეაბილიტაციის პროექტი იწყება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6850 ლარი გამოიყოფა

„ყორჩიბაშიშვილების ციხის ჩრილო-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოების დროს გამოიკვეთა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის აუცილებლობა, რომელიც ერთიანობაში თავის დროზე ნანგრევებად ქცეული ციხის კონტურების აღდგენას შეუწყობს ხელს. ციხეზე ეტაპობრივად მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესები მასში ჩართული ბურჯების აღდგენა და მათში მოწყობილი გადასახედები სამომავლოდ ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას და განვითარებას,“ – ამბობს speqtri.ge-სთან საუბრისას ვახტანგ გაგნიძე.