ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლთან არსებული შადრევანი წლებია დაზიანებულია

1523

ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლთან სკვერში მდებარე შადრევანი წელს მხოლოდ ახალციხელობის დღესასწაულთან დაკავშირებით აამუშავეს. ამ დღის შემდეგ კი, ისევ უმოქმედოდაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს შადრევნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისათვის პროექტი მომზადდება.

“შადრევანი და წყლის ქსელი დაზიანებული დაგვხვდა. ქსელის აღდგენა მოვახერხეთ. თუმცა ახლა არა მარტო შადრევნის, არამედ მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს. შემდეგ ტენდერი გამოცხადდება“, – ამბობენ მერიაში.