“ნაციონალურმა მოძრაობამ” გლდანში მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატები დაასახელა

126

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატები მიხეილ კაკაურიძე და გოჩა კოკაია დაასახელა.

როგორც ერთ-ერთმა კანდიდატმა მიხეილ კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის საჯარო მოხელე იყო და გლდანის რაიონის პრობლემებს კარგად იცნობს.

“საჯარო მოხელე ვიყავი. ამ ხელუსუფლების მოსვლის შემდგომ, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გავხდი”, – განაცხადა კაკაურიძემ. მისივე თქმით, ის გლდანის რაიონში არაერთ პროექტს ხელმძღვანელობდა. “დღეს გლდანის რაიონში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით”, – აღნიშნა კაკაურიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი