მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა იწყება

672

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა იწყება.

“გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი გაჩნდეს დედაქალაქში, რომელიც ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, – განმარტა კალაძემ. მისი თქმით, პროექტი 15 მილიონ ლარამდე დაჯდება.

“ძალიან ბევრი გამოწვევები, პრობლემები გვაქვს ქალაქში და ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურული პროექტები. ვიწყებთ მაჭავარიანის ქუჩის და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. იცით, რომ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, საკმაოდ დატვირთულია ეს გზა და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთ ახალი პროექტი გაჩნდეს დედაქალაქში, რომელიც ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. საკმაოდ მასშტაბური პროექტია. 15 მილიონამდე ჯდება მისი განხორციელება. მომდევნო დღეებში დაიწყება სამუშაოები. გაკეთდება პროექტი, რომელიც 2 კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადა კალაძემ.