დედაქალაქის მერია თბილისში უცხოელი პროფესორების ვიზიტს დააფინანსებს

663

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ  მერია თბილისში უცხოელი პროფესორების ვიზიტს დააფინანსებს, რომლებიც სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნებენ. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 8 უცხოელი ექსპერტის ვიზიტი.

“თბილისის მერია ახორციელებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი პროფესორების ვიზიტს თბილისში სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ეს პროექტი ხორციელდება უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 8 უცხოელი ექსპერტის ვიზიტი თბილისში, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს და ვორქშოფებს არქიტექტურის, ურბანული განვითარების, კულტურის, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ხელოვნების მიმართულებით, საერთო ჯამში ამ ღონისძიებებში 1000-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. სპეციალისტები თბილისს ეწვევიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და ლატვიიდან, გარდა ლექცია-სემინარებისა, უცხოელი ექსპერტების შეხვედრები გაიმართება მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთანაც“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია სტუდენტთა მხარდამჭერ პროგრამებს 1 მილიონი ლარით დააფინანსებს.