ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

810

ნინოწმინდის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბის ჯებირისა და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული სამმილიონიანი ტენდერი არ შედგა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ფოკის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და ფარავნის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ, მთავრობის წარმომადგენლებმა პირველ ივნისს, “წმინდა ნინოს გზის“ მსველელობის დაწყებისას განაცხადეს. ტენდერი შვიდ ივნისს, 3 050 982 ლარზე გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

ინფრასტრუქტურული პროექტი წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და მის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებდა. ასევე, ფარავნის ტბაზე უნდა გაკეთებულიყო ჯებირი.