მეტროსადგურის რუსულენოვანი წარწერა „დელისი“ ჩამოხსნეს

1262

სადგურის რუსუნელოვანი დასახელება ჩამოხსენს მეტროს სადგურ „დელისის“ ბაქნის კედლიდან. ფოტო რომელზეც ჩანს, რომ კედლიდან ლითონის ასოებია ამოღებული ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა მიხეილ სვანიძემ.

თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ წარწერა მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს, რაც სარემონტო სამუშაოების ნაწილია და სხვა არაფერს არ უკავშირდება.

„ეს იყო, ძველი საბჭოთადროინდელი წარწერა, რომელიც ამ სადგურზე იყო შემორჩენილი. უკვე წლებია მეტროპოლიტენში ორენოვანი, (ქართულ-ინგლისური) სანავიგაციო სისტემა მოქმედებს. შეიცვალა მეტროს გარე ფასადებზე არსებული წარწერებიც. ამ შემორჩენილი წარწერის დემონტაჟის შემდეგ. კედელი მოპირკეთდება“- უთხრეს “რადიო თავისუფლებას” მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.