ლანჩხუთის მერიაში GIZ-ის მიერ დაფინანსებული პროექტი განიხილეს

1618

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი მედიაკლუბის წარმომადგენლებს მაგდა პოპიაშვილს, ირაკლი მელაშვილსა და კოკა კიღურაძეს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის” – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ გაცნობა იყო.

“პროექტში ჩართულია ათი მუნიციპალიტეტი: ქედა, ფოთი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ახალქალაქი, ხაშური, მცხეთა, რუსთავი, ლაგოდეხი და ლანჩხუთი. ჩვენი მიზანია, რომ მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში. საამისოდ ჩავატარებთ ტრენინგებს, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის” – განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.

ლანჩხუთის მერი იმედოვნებს, რომ პროექტის განცოხრიცელებაში მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთვება.

“საინტერესო შეხვედრა იყო. ვიმედოვნებ, რომ ლანჩხუთი აქტიურად ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში და ჩვენი მაცხოვრებლები უფრო მეტი შემართებით მიიღებენ მონაწილეობას ბიუჯეტის შედგენის პროცესში” – დასძინა მუნიციპალიტეტის მერმა.

პროექტი გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ – ფარგლებში ხორციელდება.