ნავთლუღში სკვერების, სპორტულ მოედნებისა და ფიტნეს ზონების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

967

ისნის რაიონში, ნავთლუღში, ინფრასტრუქტურული პროექტები 8 მისამართზე მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამით, საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია საექიმოს გასასვლელის N4-ში და ნავთლუღის ქუჩა N24-ში მდებარე N3 კორპუსში, ხოლო სადარბაზოების რემონტი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის IV ჩიხის N8 კორპუსში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება 60 492 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ნავთლუღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნები ქეთევან წამებულის გამზირი N67-ის მიმდებარედ და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N45-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა. ორივე პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 131 440 ლარით დაფინანსდა.

ასევე, მოსახლეობის თხოვნით, საავიაციოს II დასახლებაში ფიტნეს ზონა ეწყობა, სადაც ათი სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო მოწყობილობა მონტაჟდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 17 200 ლარი გამოიყო.

ახალი სკვერის მოწყობა კი მოსკოვის გამზირი N9 და N11 კორპუსებთან მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 87 078 ლარია. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციისა და განახლებისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის III შესახვევის N4-ე კორპუსთან სანიაღვრე ქსელი იცვლება. პროექტის ღირებულება 11 310 ლარს შეადგენს.

გამგეობის ცნობით, წლის ბოლომდე ნავთლუღში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.