არაგვისპირელის ქუჩაზე სკვერის კედლები მოხატეს

971

ჩუღურეთის რაიონში არაგვისპირელის ქუჩაზე ორდონიანი სკვერის კედლები პროფესიონალ მხატვრებმა ბავშვებთან ერთად მოხატეს.

“არაგვისპირელის სკვერიდან იშლება თბილისის ულამაზესი ხედები, აღნიშნული ტერიტორია წლების წინ მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეული იყო, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და გამგეობის ინიციატივით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი მოეწყო, წელს კი ბავშვების დახმარებით კიდევ უფრო გავალამაზეთ“, – აღნიშნა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.