გარდაბნის გზატკეცილზე ახალი სკვერი მოეწყო

831

სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის N145-146-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი გაიხსნა.

გამგეობის ინფორმაციით, სკვერის საერთო ფართობი 900 კვ.მ შეადგენს.

“დასასვენებელ სივრცეში კაუჩუკისსაფარიან მოედნებზე სხვადასხვა ტიპის საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. ამასთან,მოეწყო  სკამები, ურნები და გარეგანათების სისტემა. ხოლო საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა”, – განმარტეს გამგეობაში.

სკვერის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 76 757 ლარი გამოიყო.