ბორჯომის მერიამ “ბორჯომობა 2019”-ის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა

964

ბორჯომის მერიამ სახალხო ღონისძიების მოსაწყობად 41 000 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. „ბორჯომობა 2019“ 17 აგვისტოს გაიმართება.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ღონისძიებისთვის ორი ლოკაცია უნდა შეარჩიოს, სადაც კონკრეტული აქტივობები განხორციელდება.

მოეწყობა ფაცხები, გამოფენა – გაყიდვები, სპორტული შეჯიბრებები და ფოლკლორული კონცერტი. მეორე ნაწილში კი დაიდგმება მორთული სცენა, გაიმართება გალა – კონცერტი, იჟღერებს კლასიკური მუსიკა, მოირთვება ტერიტორია ფოტოების გადასაღებად და წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პერფომანსები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გამომცემლობების გამოფენა-გაყიდვები, კულინარიული კუთხეები, მუსიკალური ტრიო ან კვარტეტი, საბავშვო და ფოტო გადაღების კუთხეები. აირცევენ ბორჯომის საპატიო მოქალაქეებსაც.

„ბორჯომობისთვის“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 000 ლარია განსაზღვრული. წინადადებების მღება 15 ივლისს მთავრდება.