გორის კულტურისა და დასვენების პარკში ყოველკვირეულად ფილმებს აჩვენებენ

802

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკი “ახალბაღი“ ყოველკვირეულად კინოსეანსებს უმასპინძლებს, – ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“ჩვენ აღვადგინეთ საზაფხულო კინოთეატრი “ახალბაღში”. აქ შაბათს ან კვირა დღეს, ყოველკვირეულად, გაიმართება ფილმის ჩვენება. ფილმებს თავად მოსახლეობა აარჩევს. ინტერნეტის საშუალებით”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ფილმის პირველი ჩვენება დასვენებისა და კულტურის პარკი “ახალბაღის” ღია კინოთეატრში დღეს, 5 ივლისს,  21:00 საათზე გაიმართება.