კაჭრეთში გადაუდებელი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

722

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში გადაუდებელი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება, ერთსართულიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუნიციპალური სამსახურის შენობა აშენდება.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამუშაოებს, რომლის ღირებულება 119 400 ლარს შეადგენს, შპს “ქებული 2016” ასრულებს.