6 ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე სამუშაო საათები გაიზარდა

204

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, 6 ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, სექტემბრის ჩათვლით სამუშაო საათები გახანგრძლივდა.

სააგენტოს ცნობით, სამუშაო საათები იზრდება:

• პრომეთეს მღვიმე – 10:00-19:00
• ნავენახევის მღვიმე – 10:00-19:00
• სათაფლია – 10:00-19:00
• მარტვილის კანიონი – 10:00-19:00
• ოკაცეს კანიონი – 10:00-18:30
• ოკაცეს ჩანჩქერი – 10:00-19:00

საქართველოში დღეისათვის სულ 86 დაცული ტერიტორიაა. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მაისში, ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 225,5 ათასით მეტია.

ბოლო ხუთი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა პრომეთეს მღვიმეში, თბილისის ეროვნულ პარკში, ყაზბეგის ეროვნული პარკში, მარტვილის კანიონზე, ოკაცეს კანიონზე.

დაცულ ტერიტორიებზე წასვლის მსურველებს სერვისებისა და ტარიფების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ამ ბმულზე.