გორის 10 სოფელში ტრენაჟორებსა და ატრაქციონებს დაამონტაჟებენ

836

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სკვერებსა და სავარჯიშო ტრენაჟორებს შპს “ალონისი“ 144 093 ლარად მოაწყობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“სოფლის მხარდამჭერის პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარკვეული ტერიტორიების კეთილმოწყობის (სკვრები, საბავშვო ბაღები, მინიმოედნები) სამუშაოებისთვის ტენდერი მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა. ტენდერში მონაწილების სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს “ალონისმა“ გამოთქვა.

კომპანია “ალონისმა“ სკვერები და მინიმოედნები გორის 10 სოფელში უნდა მოაწყოს, სამუშაოები კი მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დაასრულოს.

სკვერების, საბავშვო ბაღების ეზოებისა და მინისტადიონების კეთილმოწყობა შემდეგ სოფლებში იგეგმება: ჯარიაშენი – საბავშვო ატრაქციონი, ტრენაჟორები და სკამები, ფანჩატური; ახრისი – ატრაქციონები და ფანჩატური; კარალეთი- ატრაქციონები და სკამები; უფლისციხე – ატრაქციონები და ფანჩატური; ნაწრეტი – ტრენაჟორები; ქვემო ნიქოზი – სკვერი; ზემო ნიქოზი – სკვერი; პატარა ხურვალეთი – ატრაქციონები; სვენეთი- ატრაქციონები; შერთული – ფანჩატური და საბავშვო ატრაქციონები.

კომპანია, რომელიც აღნიშნულ სოფლებში სკვერებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობას უზრუნველყოფს, 4 წლის წინ გორის მუნიციპალიტეტში სამუშაოები ტენდერის გამოცხადებამდე შეასრულა და გორის სოფლებში სახურავების გადახურვისთვის  290 000 ლარი მიიღო, თუმცა უკვე გამოცხადებულ ტენდერში ვეღარ გაიმარჯვა და გამარჯვებულ კომპანიას იმ სახლებზე, სადაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა, სახურავები გადახურული დახვდა.