შიდა ქართლში 2020 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

139

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში 2020 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გაუძღვა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, მაჟორიტარი დეპუტატები, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთი მიმართულებებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკოლების რეაბილიტაცია, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენცია და სოფლის მხარდაჭერა.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მხარეების მხრიდან აღინიშნა, რომ მსგავსი მიდგომით, მუნიციპალიტეტები დროულად მოახდენენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვასა და დაკონტრაქტებას, ამავდროულად პროცედურების დროული შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მზადყოფნა და ეფექტურობის ხარისხის ზრდას.