ქუთაისში რამდენიმე სკოლის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოცხადდა

763

ქუთაისში რამდენიმე სკოლის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოცხადდა. ზაფხულის განმავლობაში N40, N38, N37, N34, N24 და N3 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

გამოცხადებული ტენდერების თანახმად, N40 საჯარო სკოლის რეაბილატიის მიზნით 199 016 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების ფარგლებში კი, რეაბილიტაცია სკოლის სახურავს, სპორტულ დარბაზს და სველ წერტილებს აუტარდებ.

N38 სკოლის რეაბილიტაციას კი 98 979 ლარი მოხმარდება და ამ თანხით სკოლის სველი წერტილებს და სახურავს შეაკეთებენ.

რაც შეეხება N37 სკოლის რეაბილიტაციას, აქ სამუშაოებისთვის 191 771 ლარი განისაზღვრა და სახურავის, ფანჯრებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია იგეგმება.

ასევე, სარეაბილიტაციო სამუშოები ჩატარდება N34 საჯარო სკოლაშიც, აქ 116 006 ლარით  სველი წერტილებსა და სპორტდარბაზს გაარემონტებენ. ხოლო, 24-ე საჯარო სკოლაში მხოლოდ სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც 58 562 ლარი დაიხარჯება.

წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის ხაძრის შედეგად დაზიანებული სპორტულ დარბაზს კი 19 733 ლარი მოხმარდება.

ამასთან, წელს ქუთაისში რამდენიმე სკოლის სრული რეაბილიტაციაც იგეგმება.