თბილისში შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

1175

თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის ფილიალი 6-დან 18 წლამდე ასაკის 25 ბავშვს მოემსახურება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებას, სოციალური უნარჩვევების გაღვივებასა და მათთვის განათლების უფლების უზრუნველყოფას.