ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების დაძლევის პროგრამას წარადგენს

851

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კვირის ბოლოს საზოაგადოებას ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების დაძლევის საკუთარ პროგრამას გააცნობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავა პირადად ეცნობა კერძო სექტორის ხედვას, რათა გამოიკვეთოს, თუ რა დახმარება და მხარდაჭერა შეიძლება გაუწიოს სახელმწიფომ მათ არსებული სიძნელეების დაძლევის პროცესში.

მინისტრის შეფასებით, ბიზნესსექტორთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია საერთო სურათის შეფასებისა და არსებული გამოწვევების დარეგულირებისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტულ სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე სასტუმროების მფლობელებს უკვე რამდენჯერმე შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა, ხოლო ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოში ტურების დაგეგმვა აეკრძალათ.