თბილისის მერია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის 9 ივლისს სემინარს ჩაატარებს

932

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მერია 9 ივლისს სემინარს ჩაატარებს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მსგავსი სემინარის ჩატარება ტურისტული გიდებისთვისაც იგეგმება.

“დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდის და ამ სფეროში გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია პერიოდულად ატარებს მასტერკლასებსა და სემინარებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამჯერად, 9 ივლისს კომპანია “გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, ვგეგმავთ სემინარს, რომელიც შეეხება მცირე და საშუალო ობიექტების განთავსების მიმოხილვას, ფასების დინამიკას, კონკურენციას, სასტუმროების პოზიციონირებას, კრიზისული პერიოდების მართვას, სპეციალური საბანკო პროდუქტებს, დონორების პროგრამებს და ა.შ.

მსგავსი სემინარები უახლოეს მომავალში ჩატარდება გიდებისთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.