გორის მერიამ ბიისის ჩანჩქერის განვითარება “ჯინო ფერედაისს“ შესთავაზა

1089

სტატიის გაგრძელება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილებამ ბიისის ჩანჩქერის განვითარების 3D მაკეტი მოამზადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც განყოფილების ხელმძღვანელმა, რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, აღნიშნული ნამუშევარი ინვესტორებს საშუალებას მისცემს, დაინახონ ტანას ხეობის განვითარების პოტენციალი. მისივე თქმით, მაკეტის გამოქვეყნების შემდეგ, გამოხმაურებები უკვე მიიღეს და დაინტერესებული პირები მერთან გადაამისამართეს.

“ჩვენ შევადგინეთ ბიისის ჩანჩქერის პირობითი 3D ფორმატის მაკეტი. გვინდა ინვესტორებს დავანახოთ ფულიც ჩადების შემთხვევაში განვითარების რა პოტენციალი აქვს ხეობას. გავავრცელეთ სოციალურ ქსელში და სამი გამოხმაურება უკვე მივიღეთ. სამივე გადავამისამართეთ მერთან”, -აცხადებს რობერტ მაღლაკელიძე.

მისივე ინფორმაციით, ტურიზმის განყოფილებამ კიდევ რამდენიმე საინვესტიციო წინადადება მოამზადა და ინვესტორების ნაწილს პირადად შეხვდა.

“მე პირადად ველაპარაკე “ჯინო ფერედაისის“ მეპატრონეს, ვინც შექმნა “ჯინო ფერედაისი“ თბილისის გარდა საზღვარგარეთაც. მე ვუთხარი, საზღვარგარეთ გაკეთებას აქ ჩამოდი, თბილი წყელები გვაქვს ბიისში და ჩვენთან გააკეთე მსგავსი ცენტრითქო. წარმოიდგინეთ, მსგავსი რომ ატენის ხეობაში გაკეთდეს, ჩათვალეთ რომ დატვირთული იქნება არამარტო უცხოელებით, არამედ ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებითაც”, – ამბობს მაღლაკელიძემ.