ასპინძის მერია გაბიონების მოსაწყობად 371 929 ლარს დახარჯავს

818

დაბა ასპინძასა და სოფლებში, ოთასა და ივერიაში, მდინარე ოთისწყლის ნაპირსამაგრი გაბიონების მოსაწყობად ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა.

დაბა ასპინძაში გაბიონების მოსაწყობად 185 137 ლარია გათვალისწინებული. ხოლო სოფლებში, ოთასა და ივერიაში, იგივე ტიპის სამუშაოებისთვის 186 792 ლარი დაიხარჯება.

სატენდერო წინადადებების მიღება 9 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება, სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.