ქვაბღამ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიიღო

931

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ექსკლუზიურად გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ აცნობა.

–  რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სხდომა, სადაც ქვაღბას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭა.

მინდა ყველას მივულოცო. განსაკუთრებით კი ქვაბღელებს, რომლებმაც ამ სტატუსის მოსაპოვებლად ძალები არ დაიშურეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია სალუქვაძემ.

სოფელი ქვაბღა ნაბეღლავის თემში შედის და ის ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან სოფლებში მცოხვრები მოსახლეობა სხვადასხზვა სახის შეღავათით სარგებლობს. ეს სტატუსი უკვე აქვს ზოტსა და ჩხაკაურას, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

წყარო: გურიანიუსი