თბილისის მერიის დაკვეთით ხვალ ქუჩებში მძღოლებს გამოკითხავენ

1025

3 ივლისს ჭავჭავაძის გამზირთან დამაკავშირებელ ქუჩებზე მძღოლებთან მოკლე გამოკითხვა ჩატარდება. გამოკითხვა შედგება შემთხვევითი შერჩევის ფორმით, 10:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე.

გამოკითხვას მერიის კონტრაქტორი “სპექტრუმ კონსალტინგი“, საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით ჩაატარებს.

“გამოკითხვის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა, რაც ძირითადად გადაადგილების დაწყებისა და დასრულების წერტილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას ითვალისწინებს. მიღებული ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემის თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებისთვის იქნება გამოყენებული”, – განმარტავენ მერიაში.

დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანეს არტერიებზე, მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირსა და ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლების მოწყობის რეკომენდაცია თბილისის მერიას კომპანია “სისტრამ“ მისცა.