საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს კანალიზაცია არ აქვს

991

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის 51,4%-ს კანალიზაცია არ აქვს. საქსტატის კვლევა 2018 წელს მოიცავს. მასალის მიხედვით, შარშან კანალიზაციის ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1,4 პროცენტით გაიზარდა და 1,81 მილიონი (48.6%) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0,6 პროცენტით და 1,34 მილიონია (36,0%).

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხვი 2.45 მილიონით განისაზღვრა.