გორის მერიამ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

781

წინა სტატია

გორის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიცია ვაკანტურია. მერიამ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც  ყოფილი ხელმძღვანელის სამსახურიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მირიან კლიმიაშვილი საქმიანობას კომბინატის დასახლების მე-2 უბანზე, მერის წარმომადგენლად აგრძელებს და ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახური პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

ზედამხვედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობასთან ერთად, გორის მერია კონკურსს კიდევ 4 პოზიციაზე აცხადებს. მათ შორისაა: კონტროლის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი; სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

გორის მერია აღნიშნული თანამდებობების შესახებ, ამ ეტაპზე მხოლოდ კონკურსის გამოცხადებით შემოიფარგლება. რატომ მოხდა ამ პოზიციებიდან კადრების გაშვება, ან რა გადაადგილებას ჰქონდა ადგილი უწყებაში, ჯერჯერობით არ განმარტავენ.