გორის მერიის ზედამხევდელობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

884

სტატიის გაგრძელება

მირიან კლიმიაშვილმა გორის მერიის ზედამხევდელობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია, როგორც თავად განმარტავს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მის მოვალეობას ამჟამად მისი ყოფილი მოადგილე მამუკა ნიკუჭაძე ასრულებს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდიდან ირკვევა, კლიმიაშვილი ამჟამად კომბინატის დასახლების მე-2 უბანზე მერის წარმომადგენელია.

გასული წლის მონაცემებით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტზე ყოფნისას, კლიმიაშვილა ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 21 590 ლარი მიიღო.

“ჩემი სურვილით წამოვედი დაკავებული თანამდებობიდან. ეს პოზიცია უფრო კომფორტულია ჩემთვის, ხალხთან უფრო ხშირი კომუნიკაცია მაქვს. არანაირი მიზეზი არ ყოფილა, უბრალოდ ჩემ ძველ პოზიციას დავუბრუნდი”, –  განაცხადა მირიან კლიმიაშვილმა.