საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს “ზუგდიდობის” აღდგენა სურს

256

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თაზო ფაცაციას “ზუგდიდობის” აღდგენა სურს. ამ წინადადებით მან გუშინდელ სხდომაზე მერის ახლადდანიშნულ მოადგილეს, კონსტანტინე კაკავას მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ზუგდიდს ქონდა ერთი კარგი ღონისძიება, “ზუგდიდობა” და გვინდა დაუბრუნდეს ამ ქალაქს, რადგან ეს ყველა ასაკის თაობის თხოვნაა”, – განმარტა მან.

თაზო ფაცაციას თქმით, ღონისძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალ წელს, და თუ შესაძლებელი იქნება, მიმდინარე წელსაც.

“რომ დავგეგმოთ ვიჩქაროთ და ჩავატაროთ, არ იქნება ურიგო”, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

“მადლობა რჩევისთვის”, – აღნიშნა პასუხად კონსტანტინე კაკავამ.

“ზუგდიდობა” 2016 წლის 10 სექტემბერს გაიმართა. მას შემდეგ ეს ღონისძიება არ ჩატარებულა. ქალაქის მერიამ მაშინ განმარტა, რომ საამისოდ რესურსები არ ჰქონდათ. ამის შემდეგ მოქალაქეებმა გააჟღერეს ინიციატივა, საბიუჯეტო სახსრების გვერდის ავლით მოეწყოთ დღესასწაული, თუმცა ამ სურვილს განვითარება არ მოჰყოლია.