“თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავებისთვის ახალი ტექნიკა შეიძინა

771

“თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავებისთვის ავტოპარკი განაახლა.

25 ცალი ახალი ტექნიკიდან 22 ნაგავმზიდია, რომელიც მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს, ასევე, ახალი ტექნიკიდან ერთი გზის დასახაზი მანქანა-დანადგარია, ორი კი მარილმომყრელი და თოვლმწმენდი, რომლებიც დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის დროს გზას გაწმენდს და ტექნიკურ მარილს დაყრის.

როგორც ტექნიკის პრეზენტაციისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ავტოპარკის განახლება მომავალშიც იგეგმება.