რუსთავის საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

743

რუსთავის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ადგილზე გაეცნო. ირაკლი ტაბაღუამ მე-3, მე-11, 24-ე, მე-18, მე-20 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ქალაქის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი დადებითად შეაფასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, ხარისხთან დაკავშირებით, გარკვეული რეკომენდაციები მისცა.

“რუსთავის საჯარო სკოლებმა ქალაქის მერიას, კონკრეტული პროექტები წარუდგინეს, წარდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, პრიორიტეტულები შეირჩა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, N3 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზისა და გასახდელების რეაბილიტაცია, N11 საჯარო სკოლაში დერეფნებისა და სანიტარული კვანძების, N24-ე საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზისა და სველი წერტილების, N20 სკოლაში სპორტული მოედნის მოწყობა-რებილიტია, N18-ე საჯარო სკოლაში, კი ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე იგეგმება.

ასევე, როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი 20 საჯარო სკოლაში განხორციელდება. სამუშაოებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან 1 675 962 ლარია გათვალისწინებული.