ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ვიცემერი და მეორე მოადგილე წარადგინა

113
ზუგდიდის მერი, ვიცემერი და მეორე მოადგილე

წინა სტატია

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ვიცემერი და მეორე მოადგილე წარადგინა. ვიცემერის თანამდებობას გიგა ფარულავა დაიკავებს, რომელიც აქამდე მერიის შესყიდვების მართვის სამსახურის უფროსი იყო. ხოლო მეორე მოადგილე კი კონსტანტინე კაკავა იქნება, რომელიც საკრებულოს წევრია “ქართული ოცნებიდან”.

გიორგი შენგელიას თქმით, მოადგილეებს, რომლებიც მან წარადგინა, დიდი გამოცდილება აქვთ.

“მინდა წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელთან ერთადაც ვგეგმავ ზუგდიდში უკეთესი რეალობის შექმნას. ეს ახალგაზრდები არიან მერიისა და საკრებულოს წიაღში მოღვაწე ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ქვეყნის სიყვარულით შეუდგებიან მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის საქმეს“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.