დაბა ასპინძაში შიდა ქუჩების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

553

დაბა ასპინძაში შიდა ქუჩების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარგის თმოგველის, ერისთავის, ჩახრუხაძის, სარაჯიშვილის, ბესიკის და კლდიაშვილის ქუჩებზე ბეტონის საფარი იგება.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე, სარწყავი, საყრდენი კედლების და გზის სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჯამში 2,025 მეტრი სიგრძის გზა მოწესრიგდება“, აცხადებენ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „ასტორია“ ასრულებს, სამუშაოების შესყიდვის ღირებულება კი 489 500 ლარს შეადგენს.

სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და შესაბამის ვადებში დასრულდება.

წყარო: გარდიანი