განმუხურის ამფითეატრის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა

216

წინა სტატია

განმუხურში სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 203 900 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

თანხა სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის აღსადგენად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. გადაწყვეტილება 19 აპრილის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა განმუხურის ამფითეატრს სახურავი შარშან, ნოემბრის თვეში გადახადა. სტიქიამ მაშინ მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციული ერთეულებიც დააზარალა.